"მონსტრი, ბრწყინვალე, კერპი, თოკოს სახელობის საღამოები ევროლიგაზე" - რუსები შენგელიათი აღფრთოვანებულები არიან

AutoSharing Option
ევროლიგაზე "ანადოლუ ეფესთან" და "ზენიტთან" თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე ასპარეზობით რუსეთში ყველა აღფრთოვანებულია.

"გამარჯვებით გახარებული ვარ. რაც შეეხება შეფასებას, კალათბურთი გუნდური სპორტია. ცხადია, შენგელია ბრწყინავს, მაგრამ არასწორი იქნება იმის თქმა, რომ მხოლოდ შენგელიამ მოგვიპოვა გამარჯვება. ყველა ცდილობს: მოთამაშეები, მწვრთნელები, შტაბი. თორნიკე ყოჩაღობს, თუმცა იმარჯვებს გუნდი", - განაცხადა ცსკა-ს პრეზიდენტმა ანდრეი ვატუტინმა.

გუნდის კაპიტანმა ნიკიტა კურბანოვმა ქართველი შეაქო: "საქმე თვით რეკორდშიც არ არის. თოკოს თამაში შესანიშნავად წაუვიდა. ასე რომ, ცოდვა იქნებოდა, ამ უპირატესობით არ გვესარგებლა. ის ბურთს კარგად აკონტროლებდა და ჩაგდებული ქულების
გარდა, პარტნიორებისათვის მომენტებს ქმნიდა. როდესაც ნამატჩევს გასახდელში შემოვიდა, ყველამ დაიყვირა, მიულოცეს. ველით, რომ მორიგი "სამაღარიჩო" გვექნება. გასულ ტურში MVP იყო და ისევ უნდა მიიღოს ტიტული".

კომენტარებში გულშემატკივრები თორნიკეს თამაშით აღფრთოვანებას გამოხატავენ:

- და აი, ჩვენ ვიხილეთ ნამდვილი თორნიკე!!!
- შენგელია ბოლო შეხვედრებში გვახარებს.
- ამ შენგელიებისგან ჩვენი "ზენიტი" რამდენჯერ დაზარალდა! მახსოვს, ჯერ კიდევ 1980 წელს კიროვის სახელობის სტადიონზე შენგელიამ ბოლოს გაგვიტანა და კინაღამ გამარჯვება გავუშვით ხელიდან. და ახლა ისევ.
- თოკომ იდეალური ფორმა აკრიფა და კერპად გადაიქცა. ასეთ თოკოს ჩვენ უბრალოდ ვაღმერთებთ. ჯანმრთელობა, შენ, ძვირფასო.
- უბრალოდ მონსტრია.
- ჩინებული თამაში თოკოსგან. "მუჟიკია".
- ეს მისი ზღვარი არ არის! ცოტაც და, 40 ქულას გადააბიჯებდა.
- სამწუხაროა, რომ დარბაზი ცარიელი იყო. თოკოს ასეთი დიადი თამაში ცოცხლად უნდა გვენახა.

"ევროლიგაზე თოკოს სახელობის საღამოებია. შედეგიანობის პირადი რეკორდი. მარგი ქმედების კოეფიციენტის პირადი რეკორდი", - წერს კლუბის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თოკო! ძალიან გვიხარია, რომ წარმატებით ასპარეზობ! ასე ბოლომდე მიაწექი! ნაღდი გულშემატკივრები შენს ვერდით ვართ. ურა პატრიოტების ბოღმიან კომენტარებს კი ყურადღება არ მიაქციო.
qomagebi
21:23 13-10-2021
18
კარგია ძალიან გილოცავ თოკო მუდამ ესეთ პიკში გეთამაშოს ❤❤❤ ევროპაზე უნდა გაგვახაროთ ნაკრებმა ❤❤❤
ემიგრანტი
22:58 13-10-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული