საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ალექსანდრე ფევაძემ ესპანეთში გამორჩეული მატჩი ჩაატარა. მას შემდეგ, რაც კანარის კუნძულების გუნდ “გრან კანარიაში” გადავიდა, 23 წლის ქართველს საუკეთესო შეხვედრა ჰქონდა. ესპანეთის რანგით მესამე LEB Silver-ში კანარელები "ვალენსიას" ესტუმრნენ და 87:83 გაიმარჯვეს.
ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 38 წუთი გაატარა და 22 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ფევაძემ 10-დან 7 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მოედანი 5 პერსონალური ფოლის მიღების მერე დატოვა და მის წინააღმდეგაც 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
ლებ სილვერის აღმოსავლეთ კონფერენციაში "გრან კანარია" II (1 მოგება, 2 მარცხი) მე-8 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 30 ოქტომბერს, შინ, "რეალ კანოესთან" ჩაატარებს.
წყარო:
gbf
ბექა ბურჯანაძის 13 ქულა "ობრადორიოსთან"
ევროლიგა თორნიკე შენგელიაზე ფილმს იღებს