გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" უკვე მეექვსედ, ამჯერად "ტორონტო რეპორსთან" დამარცხდა - 94:97. ქართველ კალათბურთელს 10 წუთი მიეცა, რა დროშიც 2 მოხსნა, ამდენივე დაფარება და 1 პასი შეასრულა.
"ინდიანამ" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ბიძაძესთან ხელშეკრულება კიდევ 1 წლით გაახანგძლივა. შეგახსენებთ, ის გუნდში უკვე მე-3 წელია ირიცხება.
გასულ დაპირისპირებაში კი გუნდში საუკეთესოები გოგას კონკურენტები იყვნენ - საბონისს 24 ქულა და 14 მოხსნა ჰქონდა, ტერნერს - 10 ქულა, 11 მოხსნა.
"პეისერსი"2 ნოემბერს "სან ანტონიოს"
რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილის "მილოუკი ბაქსს" - "სან ანტონიოსთან" საკუთარ მოედანზე 93:102 დამარცხდა. სანდრომ მხოლოდ ერთი წუთი ითამაშა.
მოგეხსენებათ, ქართველი კალათბურთელი სათამაშო პრაქტიკისთვის G ლიგის კლუბში გაუშვეს, თუმცა მთავარი მწვრთნელმა ამ შეხვედრაში გარკვეული შანსი ისევ მისცა.
1 ნოემბერს "მილოუკი" "იუტა ჯაზს" დაუხვდება.
"ლეიკერსის" ვარსკვლავები ათამაშდნენ... ლებრონი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ საუკეთესო იყო [VIDEO]