ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ნიუ იორკ ნიქსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 92:84 დაამარცხა.
სტუმართა რიგებიდან გოგა ბითაძემ მოედანზე 16 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 5 ქულით (2/2 სამქულიანი, 0/3 სამქულიანი), 2 მოხსნით, 1 ჩაჭრითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.
"პეისერსის" მხრიდან საუკეთესო დომანტას საბონისი გახლდათ, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 15 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
ნიუიორკელებიდან კემბა უოლკერი გამოირჩა, რომელმაც 16 ქულა, 1 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
დერიკ როუზმა აქტივში 14 ქულა, 5 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.
ამრიგად, "ინდიანა" 6 მოგებითა და 9 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 18 ნოემბერს, "დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ გამართავს.
"ნიქსი" 8 გამარჯვებითა და 6 წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-7 ადგილზე იმყოფება, შემდეგ მატჩს 18 ნოემბერს, "ორლანდო მეჯიქის" პირისპირ ჩაატარებს.