შეხვედრა წარსულთან - შენგელიამ თავის ყოფილ გუნდს 15 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
ევროლიგის მე-11 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ გასვლაზე 80:74 დაამარცხა "ბასკონია".

შენგელიამ თავის ყოფილ გუნდთან 29:49 წუთში 15 ქულა (9-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური შენიშვნა მიიღო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 16-ს გაუტოლდა.

ცსკა 6 მოგებით მე-9 ადგილზეა და 25 ნოემბერს "ბაიერნს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბასკონიაში როცა თამაშობდა,ერთი თამაშიც არ გამომიტოვებია სულ ვუყურებდი,ეხლა აღარ ვუყურებ და აღარც მაინტერესებს.
ბექა
20 ნოემბერი 2021 15:48
4
აღარასოდეს მომიბრუნდება შენგელიაზე გული
გიორგი
20 ნოემბერი 2021 12:30
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული