G ლიგაში მოასპარეზე სანდრო მამუკელაშვილმა მორიგი მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა.
ამჯერად, მისი "ვისკონსინ ჰერდი" "ფორტ უეინს" დაუპირისპირდა და 114:102 დაამარცხა.
ქართველი ლეგიონერი საკუთარ გუნდში საუკეთესო მექულე იყო, "მამუმ" თავი 22 ქულით, 10 მოხსნითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ეს გუნდები ერთმანეთს უკვე ეთამაშნენ, იმ მატჩში სანდრომ გუნდს 11 ქულა, 10 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მამუკელაშვილი მშვენივრად გამოიყურება, იმედია "მილუოკის" ხელმძღვანელობა ქართველს შანსს კიდევ ერთხელ მისცემს.
რომელიმეჩამოვა და ითამაშებს საქართველოს ნაკრებში?
მეტი არაა ცემი მდა თქვენი და იმათი მტერი