"იცის, რომ ხელში ჯოკერის ბანქო უჭირავს..." - Forbes-ი გოგასა და დომანტასზე წერს

AutoSharing Option
ცნობილმა ჟურნალმა Forbes-მა გოგა ბითაძესა და დომანტას საბონისზე ვრცელი სტატია შემოგვთავაზა:

"ინდიანა პეისერსის" მწვრთნელს, რიკ კარლაილს, თამაშის მიმდინარეობისას ცვლილებები და უპირატესობის მოპოვება უყვარს. უცხო ნამდვილად არ არის, რომ გუნდის თავკაცი ცდილობს სხვადასხვა ხერხით შესაბამისი შემადგენლობა იპოვოს და მატჩში გარდატეხა შეიტანოს.

თამამად უნდა ვთქვათ, რომ კარლაილის ძლიერი მხარე იმის შესაძლებლობა გახლავთ, რომ თამაშიდან თამაშამდე როტაციაში ცვლილებები შეიტანოს და საკუთარ გუნდს გამარჯვებისკენ გაუძღვეს. უნდა ვთქვათ, რომ ამ სეზონში სპეციალისტმა ახალ ტაქტიკურ სქემას მიაგნო; უფრო კონკრეტულად, დუეტს, რომლებიც ერთსა და იმავე პოზიციაზე თამაშობენ,
თუმცა ერთმანეთს იდეალურად ავსებენ.

საუბარი გვაქვს გოგა ბითაძესა და დომანტას საბონისზე. ორი ცენტრი, რომლებმაც 2021-22 წლების სეზონის დაწყებამდე ერთად მხოლოდ 146 წუთი ითამაშეს. კარლაილმა კი ახლა 22 თამაშში ერთად უკვე 70 წუთი ათამაშა. ასეთი ტემპით ეს მაჩვენებელი სეზონის ბოლომდე, დიდი ალბათობით, 300 წუთამდეც ავა. ეს ცვლილება "პეისერსს" ჯერჯერობით ეხმარება. ისინი გამოირჩევიან დაცვაში და შეტევაშიც თავს ყველაფერს კარგად ართმევენ.

მხატვრულად რომ ვთქვათ, ეს 2 გიგანტი დაცვაში კედელს ქმნის, რაც წარმატების მომასწავებელია.

"ჩვენი გუნდის იდენტობის ნაწილი ის არის, რომ მაღალი და მრავალფუნქციური კალათბურთელები გვყავს", - განაცხადა კარლაილმა.

ხსენებულმა სპორტსმენებმა ამ სეზონში პირველად 25 ოქტომბერს, "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ ითამაშეს. ამ შეხვედრაში "პეისერსი" "ბაქსისთვის" სისტემის არევასა და რიტმის დაგდებას ცდილობდა. ამიტომ მთავარმა მწვრთნელმა მოედანზე გოგას, დომანტასს, კრის დუარტეს, ჯერემი ლემბსა და მალკომ ბროგდონს უხმო.

ამ იდეამ კარგად იმუშავა, "ირმებმა" ვერ შეძლო, 2 მაღალის გაჩერება ვერ მოახერხა და უპირატესობა ვერ შეინარჩუნა (15-ქულიანი უპირატესობა 5-მდე ჩამოვარდა). მოკლედ რომ ვთქვათ, კარლაილის გეგმამ გაამართლა.

"გოგა ძალიან დაგვეხმარა. 4 ნომერზე მისი თამაში არცთუ ისე კარგი გადაწყვეტილებაა, თუმცა დღეს დავინახეთ, რომ ბითაძე ეფექტური კალათბურთელია და ნებისმიერი როლის მორგება შეუძლია", - განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა ხსენებული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

როგორც კი მატჩი დასრულდა, კარლაილმა უკვე იცოდა, რომ ხელში ახალი წყვილი ჩაუვარდა, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტილება შეეძლოთ. 5 დღის შემდეგ, "ტორონტოსთან" მატჩში, ეს დუეტი კიდევ ერთხელ დაიტვირთა და ისევ ყველაფერი კარგად წავიდა, კალათბურთელებმა მშვენიერი დაცვა შემოგვთავაზეს.

ორი წარმატებული მატჩის შემდეგ კარლაილმა კალათბურთელები მეტად აღარ დატვირთა. უცნაურია, თუმცა მისი აზრია, სპეციალისტმა იცის, რომ ხელში ჯოკერის ბანქო უჭირავს, რომლითაც ყველაფრის არევ-დარევა და მატჩის ბედის სათავისოდ გადაწყვეტა შეუძლია.

"ეს დიდებულია. რაც უფრო მეტ დროს მივიღებთ, მით უფრო მეტად შევთამაშდებით", - განაცხადა დომანტას საბონისმა გოგაზე საუბრისას.


Sportall.Ge

ეს წყვილი დაცვაში გამოირჩევა. თუ გოგას გაბარიტებს გავითვალისწინებთ, ქართველი, თავისი სიმაღლისდა მიუხედავად, საკმაოდ მოქნილია. საბონისიც მშვენივრად გამოიყურება მოედნის ამ ნაწილში - ბითაძე რაც ლიგაში მოვიდა, დაცვას უქებენ.

"ის ყოველთვის მიმაგრებს ზურგს, მაზღვევს და ასრულებს დაფარებებს. გოგა ჭკვიანია, შეტევაში მშვენივრად გამოიყურება და იცის, როდის რა უნდა გააკეთოს", - აღნიშნა საბონისმა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ქართველი დაფარებებს მშვენივრად ასრულებს, დომანტასმა კი ამ სეზონში დაცვაში მოუმატა. მისი სისწრაფე და სწორი პოზიციური თამაში გუნდის შედეგის განმაპირობებელია, კარლაილს კი შეუძლია მათ წყვილს ხშირად დაეყრდნოს.

"ფარის დაცვა თამაშის მნიშვნელოვანი ნაწილია. გოგას თამაშში ჩართვა დაცვითი რგოლის გაძლიერებაა", - საუბრობს რიკი.

მიუხედავად იმისა, რომ დუეტმა შესაძლოა ხშირად ერთად ვერ ითამაშოს, კარლაილს ხელში ჰყავს 2 მოთამაშე, რომლების მეშვეობითაც შეუძლია ყველაფერი თავდაყირა დააყენოს, მოწინააღმდეგის სათამაშო ტაქტიკა კი სრულიად აურ-დაურიოს." - წერს Forbes-ი.

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
რაღაც არ მჯერა ამ სქემის. გოგას ცოტა დრო ეძლევა, მაგრამ გოგას ბრალეულობაც არის ამაში.ამ სიმაღლე ცენტრმა გაცილებით მეტი ქულა უნდა მოიპოვოს. პასს რომ არ ეძლევენ ესეც მისი სისუსტეა, ავტორიტეტი უნდა აიმაღლოს გუნდში. ამის მოპოვება მხოლოდ მძიმე შრომით და შეუპოვრობით არის შესაძლებელი. გოგა ძალიან მორიდებული და ინერტულია
მამუკა
17:15 02-12-2021
0
გოგა კალათში ბურთს რომ ვერ აგდებს ნეტავი ეს რისი ბრალი უნდა იყოს?!
SILVERMARCS
15:17 02-12-2021
20

სიახლეები პოპულარული