ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.
"ტორონტო რეპტორსმა" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და 97:93 დაამარცხა.
სტუმართა რიგებიდან სანდრო მამუკელაშვილი გუნდში სოლიდური დროითა და მშვენიერი თამაშით დაბრუნდა. ქართველმა კალათბურთელმა 23 წუთში 8 ქულა (4/8), 10 მოხსნა (6 მეტოქის ფარზე) და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
მოქმედი ჩემპიონების რიგებიდან საუკეთესო ჯრუ ჰოლიდეი გახლდათ, რომელმაც თავი 26 ქულით, 6 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
"ტორონტოს" შემადგენლობიდან ფრედ ვანვლიტმა 29 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი და 1 დაფარება მიითვალა.
ამრიგად, "მილუოკი" 14 მოგებითა და 9 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 5 დეკემბერს, "მაიამი ჰიტის" პირისპირ ჩაატარებს.
"რეპტორსი" 10 გამარჯვებითა და 13 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-12 პოზიციას იკავებს. შემდეგ მატჩს 6 დეკემბერს, "ვაშინგტონ ვიზარდსის" წინააღმდეგ გამართავს.
Sandro
21 min
FG 2 out of 6
3P 1 out of 3
def. rebounds 4
off. rebounds 3
assits 3
points 5
+/- 6