სანდრო დიდი დროით დაიტვირთა და იმედებიც გაამართლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასი "ნიუ ორლეანს პელიკანსმა" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და 116:112 დაამარცხა.

სტუმართა შემადგენლობიდან სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 18 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 6 ქულით (2/4 სამქულიანი), 4 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

საუკეთესო ჯრუ ჰოლიდეი გახლდათ, რომელმაც გუნდს 40 ქულა, 5 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

რაც შეეხება "პელიკანსს", დევონტე გრაჰამმა 26 ქულა (8/12 სამქულიანი),  4 მოხსნა, 4-იც შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მიითვალა.

ამრიგად, "ბაქსი" 19 გამარჯვებითა და 12 წაგებით
აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო შეხვედრას 19 დეკემბერს, "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ნიუ ორლეანსი" 10 მოგებითა და 21 მარცხით დასავლეთში მე-13 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი 20 დეკემბერს, "ფილადელფიას" პირისპირ ჩაატარებს.


მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმეტებულად ჩაუთვლიან, ვითომ? მითუმეტეს წაგებულ შეხვედრაში, არ ვიცი, არ ვიცი, ღმერთმა ქნას.
1

myquiz
სიახლეები პოპულარული