გოგა კარგი იყო, თუმცა ტერნერმა "აიშვა" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ინდიანა პეისერმა" "ჰიუსტონ როკეტსს" უმასპინძლა და 118:106 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან გოგა ბითაძემ მოედანზე 11 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა (3/5), 2 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა.

მაილის ტერნერმა გუნდს 32 ქულა, 10 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, ამდენივე ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა.

რაც შეეხება "ჰიუსტონს", კრისტიან ვუდმა თავი 22 ქულით, 8 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ამრიგად, "პეისერსი" 14 მოგებითა და 19 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 27 დეკემბერს, "ჩიკაგო ბულზსის" წინააღმდეგ
გამართავს.

"როკეტსი" 10 გამარჯვებითა და 23 წაგებით დასავლეთში ბოლო, მე-15 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი 28 დეკემბერს, "შარლოტ ჰორნეტსის" პირისპირ ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩაცმაზცე მეტი დრო ვარჯიშს რო დაუთმოს ალბათ აჯობებდა. ეს ქართული პროვინციული სენი ვერ გადავლახეთ, აქაც და ფეხბურთშიც.
ირაკლი
24 დეკემბერი 2021 11:16
11
იქნებ ვარჯიშობს კიდეც,ერთი მეორეს ხელს არ უშლის
სოსო
24 დეკემბერი 2021 12:59
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული