სანდროს ამჯერად 12:10 წუთი დაეთმო, რა დროშიც 5 ქულა დააგროვა, ბურთი 3-ჯერ მოხსნა და 2 პასიც გააკეთა. მამუკელაშვილის თანაგუნდელი იანის ანტეტეკუმპო ბრწყინვალედ გამოიყურებოდა - 43 ქულა ჩააგდო, რასაც 12 მოხსნა დაუმატა, თუმცა ეს მეტოქის დასამარცხებლად საკმარისი არ გამოდგა. "ჰორნესტიდან" საუკეთესო ტერი როზიე იყო - 28 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი.
"მილოუკის" 26 გამარჯვება და 16 მარცხი აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციაში მ-4 ადგილს იკავებს, 11 იანვარს კი ისევ "შარლოტს" ესტუმრება.
სასიხარულოა! "მილუოკის" მწვრთნელი სანდროს ენდობა და სათამაშოდ დიდ დროს აძლევს [VIDEO]