ბითაძის საუკეთესო მატჩი NBA-ში - გოგამ შანსი გამოიყენა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში გოგა ბითაძის "ინდიანა" "კლიპერსთან" 133:139 დამარცხდა, ქართველმა კი თავის ამერიკულ კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

მაილს ტერნერის არყოფნაში ბითაძეს სათამაშო დრო მიეცა (24:38 წუთი) და მან შანსი შესანიშნავად გამოიყენა - 17 ქულა (8-დან 6 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 8 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა, ერთხელ დაკარგა ბურთი და 1 პერსონალური შენიშვნა მიიღო.

გოგამ 2021 წელს "მინესოტასთან" დამყარებული 14-ქულიანი რეკორდი გააუმჯობესა. ამ სეზონში მისი რეკორდი 11 ქულა იყო.

"ინდიანამ" 44 ჩატარებული მატჩიდან
15 მოიგო, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და 20 იანვარს "ლეიკერსს" დაუპირისპირდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
არ დავიღლები იმაზე წერით, რომ ინდიანადან უნდა წავიდეს გიგა, ამ ჩაშვებულ და დამყაყებულ გუნდში მას არაფერი ესაქმება, გადადი გოგა ან დეტროიტში, ან კლივლენდში, ან ოკს-ში, ანუ იქ, სადაც ახალი გუნდი იწყობა და ბევრი სათამაშო დრო გექნება. ერთ სეზონში გახდები ტოპი, მთავარია გათამაშონ... ინდიანას ჰყავდეს საბონისი ლიდერად და სულ იქ იქნება, სადაც ახლა არის. ეს მწვრთნელიც რით ვერ მოიშორეს, ვერ გავიგე, წლებია ინდიანა ფლეი-ინს-ს ვერ ასცდა.
2
ცენტრია და ფარქვეშისადან რომ ჩაყრის,ბუნებრივია,მაგრამ ერთი სამქულიანი ესროლა და ისიც რომ ჩააგდო,ეს გამიხარდა განსაკუთრებით.ესე იგი ამ თამაშში თავდაჯერება იგრძნო და ხელი არ აჰკანკალებია.ორივე გუნდი დაცვაში საშინლად თამაშობდა და მაღალი შედეგიანობა ამან გამოიწვია.ბედნიერი ვიქნები,თუ ასეთი პროცენტით სროლა,ნებისმიერ გუნდთან გამოუვა.ამ თამაშშიც ხშირად იყო მომენტები,როცა შეიძლებოდა მასზე პასის გაშვება,მაგრამ თანაგუნდელები არ ამჩნევდნენ.თუ ასე გააგრძელა ნდობაც მოიმატებს და ალბათ ხარისხიც.
სოსო
14:34 18-01-2022
0

myquiz

სიახლეები პოპულარული