შენგელია ერთ-ერთი გამორჩეული იყო! ცსკა საკუთარ კედლებში მილანის "ოლიმპიასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ევროლიგის 22-ე ტურში მილანის "ოლიმპია" მოსკოვის ცსკას ესტუმრა და 10 ქულიანი უპირატესობით, 67:57 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან თორნიკე შენგელია გამოირჩა, რომელმაც თავი 13 ქულით, 7 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

ქართველს მხარი იფე ლუნდბერგმა აუბა, რომელმაც 15 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა დააგროვა.

სტუმართა მხრიდან დეივონ ჰოლმა და ტროი დენიელსმა თანაბარი 13-13 ქულა მიითვალეს.

კაილ ჰაინსმა გუნდს 13 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება შესძინა.

ამრიგად, ცსკა 12 მოგებითა და 8
წაგებით მიმდინარე გათამაშებაში მე-7 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას 28 იანვარს, ყაზანის "უნიქსის" წინააღმდეგ გამართავს.

იტალიელები 13 გამარჯვებითა და 6 მარცხით მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან, შემდეგ მატჩში კი (იმავე 28 იანვარს), "კაუნასის ჟალგირისის" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

myquiz

სიახლეები პოპულარული