fantasypros-ის გვერდმა NBA-ს გასული კვირა შეაჯამა, გავლენიანმა გამოცემამ გოგა ბითაძეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველს შანსი აქვს, რომ თავისი შესაძლებლობები დაამტკიცოს.
"პეისერსს" ორივეს გაცვლა მოუწევს, თუმცა ეს ყველაფერი გაჭირდება, რადგან გუნდის ლიდერები (იგულისხმებიან მაილისი და დომანტასი) ტრავმირებულები არიან და როგორც ცნობილია, დიდი ხნის განმავლობაშიც ვერ დაბრუნდებიან.
რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა გოგას დროა. ქართველი თამაშს ძირითადი შემადგენლობიდან იწყებს, აქტიურობს, იბრძვის და ასე თუ ისე შედეგსაც დებს. მაგალითად, ბოლო შეხვედრაში 16 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა, "გოლდენ სტეიტთან" კი გაძევებამდე სამმაგი
დუბლის ზღვარზე იყო (13 ქულა, 9 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა). დიდი იყო ალბათობა, რომ ქართველს სამმაგი დუბლი შეესრულებინა, რადგან იმ მატჩში დამატებითი დრო დაინიშნა და ამან, რა თქმა უნდა, ალბათობაც გაზარდა.
თავისუფლად შემიძლია გითხრათ, რომ ბითაძე ვერ იქნება ვერც საბონისი და ვერც ტერნერი, მათი ნახევარიც კი, თუმცა მას შეუძლია იყოს ისეთი გუნდის მოთამაშე, რომელსაც მაღალი კალათბურთელის დახმარება სჭირდება" - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, ხვალ, თბილისის დროით 05:00 საათზე, "ინდიანა პეისერსი" "ნიუ ორლეანს პელიკანსს" დაუპირისპირდება, გოგა ბითაძეს კი კვლავ ძირითად შემადგენლობაში ველით.
გოგა ჯერ სრულად არ ათამაშებულა, პასებსაც არ აძლევენ, აქ სრული ნდობის საკითხის, რასაც დრო მოიტანს,
ამას მივუმატოთ ის რომ და გაიზრდება და დაიხვეწება კიდევ.
ვნახოთ შეიძლებ საბონისსაც აჯობოს.
ტერნერი მხოლოდ ამერიკული ეფექტებით თუ სჯობია
ტარნერს არც თუ ისე შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს.
დრო 29.4 წუთი; ქულა 12.9; მოხსნა 7.1.
გოგას ბოლო ორ თამაშში, ანუ როცა სათამაშო დრო მისცეს, უკეთესი სტატისტიკა აქვს.