"პეისერსს" ორივეს გაცვლა მოუწევს..." - გოგას თამაში მოუწონეს

AutoSharing Option
fantasypros-ის გვერდმა NBA-ს გასული კვირა შეაჯამა, გავლენიანმა გამოცემამ გოგა ბითაძეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველს შანსი აქვს, რომ თავისი შესაძლებლობები დაამტკიცოს.

"პეისერსს" ორივეს გაცვლა მოუწევს, თუმცა ეს ყველაფერი გაჭირდება, რადგან გუნდის ლიდერები (იგულისხმებიან მაილისი და დომანტასი) ტრავმირებულები არიან და როგორც ცნობილია, დიდი ხნის განმავლობაშიც ვერ დაბრუნდებიან.

რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა გოგას დროა. ქართველი თამაშს ძირითადი შემადგენლობიდან იწყებს, აქტიურობს, იბრძვის და ასე თუ ისე შედეგსაც დებს. მაგალითად, ბოლო შეხვედრაში 16 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა, "გოლდენ სტეიტთან" კი გაძევებამდე სამმაგი
დუბლის ზღვარზე იყო (13 ქულა, 9 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა). დიდი იყო ალბათობა, რომ ქართველს სამმაგი დუბლი შეესრულებინა, რადგან იმ მატჩში დამატებითი დრო დაინიშნა და ამან, რა თქმა უნდა, ალბათობაც გაზარდა.

თავისუფლად შემიძლია გითხრათ, რომ ბითაძე ვერ იქნება ვერც საბონისი და ვერც ტერნერი, მათი ნახევარიც კი, თუმცა მას შეუძლია იყოს ისეთი გუნდის მოთამაშე, რომელსაც მაღალი კალათბურთელის დახმარება სჭირდება" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვალ, თბილისის დროით 05:00 საათზე, "ინდიანა პეისერსი" "ნიუ ორლეანს პელიკანსს" დაუპირისპირდება, გოგა ბითაძეს კი კვლავ ძირითად შემადგენლობაში ველით.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
როდესაც ეს ჟურნალისტი ამბობს რომ გოგა ვერ იქნება ტერნერის და საბონისის ნახევარი , იგი შეცდომაში შეჰყავს იმას რასაც დღეს გოგა აკეთებს ( თუმცა ცოტა არც ეს არის) გოგას კი ახასიათებს ის რომ იგი მუდმივად უმატებს. მისი ე.წ. ჭერი ჯერ კიდევ შორსაა და ამის გარდა ვიზუალურადაც გოგას ჯერ კიდევ ყმაწვილის შესახედაობა აქვს ეს კი ნიშნავს იმას რომ დროთა განმავლობაში ფიზიკური ძალა მოემატება და აგრესიულობა. გოგას ძალიან კარგი მომავალი აქვს და თავის სიტყვას ენბიეიში აუცილებლად იტყვის. წარმატებები გოგა!
არტ
20:05 24-01-2022
0
რატომ ვერ იქნება დომანტასის ანდ თერნერის ნახევარი. ძალიან კარგადაც შეუძლია მათზე მეტსაც მიაღწიოს. თერნერი ხასიათის მოთამაშეა ან თამაშობს ან საეღთოდ ვერაფერს აკეთებს. დომანნტასს გოგა მოხნებში და დაფარებაშიც სჯობს და თუ შანსი კარგად მიეცა ყველაფერს დაამტკიცებს.
simartle
18:07 24-01-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული