გოგა სტაბილურად კარგია! ქართველი გაცემულ ავანსებს ამართლებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ნიუ ორლეანს პელიკანსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 117:113 დაამარცხა.

სტუმართა შემადგენლობიდან გოგა ბითაძემ მოედანზე 22 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 12 ქულით (4/7), 5 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. ქართველ ცენტრს 5 პერსონალური ჯარიმა ჰქონდა, რის გამოც სათამაშო დრო გარკვეულწილად შეეზღუდა.

საუკეთესო კარის ლევერტი გახლდათ, რომელმაც 19 ქულა, 6 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

რაც შეეხება "პელიკანსს", დევონტე გრაჰამმა გუნდს 25 ქულა, 3 მოხსნა, 6 შედეგიანი გა
დაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, "ინდიანა" 17 გამარჯვებითა და 31 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 27 იანვარს, "შარლოტ ჰორნეტსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ნიუ ორლეანსი" 18 მოგებითა და 28 მარცხით დასავლეთში მე-11 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი ხვალ, 26 იანვარს, "ფილადელფიას" პირისპირ ჩაატარებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძველმა სენმა გაუხსება ჯარიმებს აკიდებამ იმედია დროებით.
რრრ
16:03 25-01-2022
1

myquiz

სიახლეები პოპულარული