მამუკელაშვილის 3 სამქულიანი და ორმაგი დუბლი [VIDEO]
AutoSharing Option
AUTO PLAY
G (NBA-ს განვითარების) ლიგაში სანდრო მამუკელაშვილმა კიდევ ერთი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა - მისმა "ვისკონსინ ჰერდმა" "გრინსბორო სვარმს" უმასპინძლა და 108:115 დამარცხდა, სანდრომ კი ორმაგი დუბლი შეასრულა. ეს ყველაფერი არ იყო - ქართველი კალათბურთელმა 3 სამქულიანი ჩააგდო.
მამუკელაშვილმა 28 წუთში 15 ქულა, 10 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა - 12-დან 5 სროლა ჩააგდო, მათ შორის, 6-დან 3 სამქულიანი, და 6-დან 2 ორქულიანი.
"ვისკოსინ ჰერდი" მე-4 ადგილს იკავებს და 4 თებერვალს "ლეიქლენდ მეჯიქს" დაუპირისპირდება.
მიდი მამუ, ტემპი არ დააგდო, ვიღაც აუცილებლად მიიღებს ტრავმას და შენი ადგილიც მალე გამოჩნდება ჩემპიონ გუნდში, ყველა ხედავს, რომ G ლიგისთვის გადაზრდილი ხარ, საქართველოს სჭირდები, ღმერთი შენსკენ.