მამუკელაშვილის 5 ქულა 7 წუთში და "მილუოკის" იოლი გამარჯვება პორტლენდში

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილმა პლანეტის უმძლავრეს საკალათბურთო ლიგაში მორიგი მატჩი გამართა. მისი გუნდი, რომელიც ნბა-ს მოქმედი ჩემპიონია, სტუმრად შეხვდა დასავლეთ კონფერენციის რიგით გუნდ “პორტლენდს” და დამაჯერებელი სხვაობით – 137:108 დაამარცხა.

მამუკელაშვილი მოედანზე ბოლო პერიოდში გამოჩნდა, როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო და 7:28 წუთი ითამაშა, რა დროშიც 5 ქულის, 3 მოხსნისა და 2 პასის დაგროვება მოასწრო. სანდრომ 1-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 ორქულიანი გამოიყენა.


„ბაქსმა“ პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს 16 ქულით გაექცა. მესამე მეოთხედში ვისკონსინელები შეტევაში იდეალურად გამოიყურებოდნენ და
„პორტლენდის“ 21 ქულას 37 ქულით უპასუხეს.

მატჩში ყველაზე შედეგიანი 30 ქულით ბობი პორტისი იყო. 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე იანის ადეტოკუმბოს, რომლის ანგარიშზეც 29 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასია. „პორტლენდიდან“ 11 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა იუსუფ ნურკიჩმა.

მამუკელაშვილის გუნდი 33 მოგებითა და 21 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას „ბაქსი“ ხვალ, 7 თებერვალს „კლიპერსის“ წინააღმდეგ გამართავს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგად გამოიყენა დრო.
ჯიჯი
14:31 06-02-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული