ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "კლივლენდ კავალიერსი" "ინდიანა პეისერსს" ესტუმრა და 120:113 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან გოგა ბითაძემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მოედანზე 10 წუთი დაჰყო, რა დროშიც 1 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა ფარისკენ 3-ჯერ ისროლა, ზუსტი არც ერთ გამოდგა.
დაუკეთესო "საკრამენტოდან" ახლახანს გადმოყვანილი ტაირის ჰალიბარტონი გახლდათ, რომელმაც თავი 23 ქულით, 3 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.
"კავალიერსის" შემადგენლობიდან კარის ლევერტმა და ჯერეტ ალენმა თანაბარი 22-22 ქულა მიითვალეს.
ამრიგად, "პეისერსი" 19 გამარჯვებითა და 38 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას 14 თებერვალს, "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ გამართავს.
"კლივლენდი 35 მოგებითა და 21 მარცხით იმავე აღმოსავლეთსი მე-2 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი 13 თებერვალს, "ფილადელფიას" პირისპირ ჩაატარებს.
P.s. რაც ყველაზე დასაფიქრებელია ვინ Შეცვლის ამ ნაკრების Თაობას საინტერესოა რომ ამაზე არავინ ფიქრობს...
როდემდე იᲗამᲨებენ Შერმადინი Შენგელია და სხვები.არანაირი მომავალი არ Ჩანს ეტყობა ნაკრებსაც ახალწვეულებიდან.
პერსპექტიულ ბავᲨვებს გვერდზე წევენ და ცუდი მიდგომაა..
Ჩემი ბავᲨვი იზოლაციაᲨი იყო და ვერ გაუᲨვი ნაკრების ვარჯიᲨზე.მერე საერᲗოდ აᲦარც დაიბარეს....ეს სამარცხვინოᲐ