ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სანდრო მამუკელაშვილის "მილუოკი ბაქსმა" გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 129:119 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან სანდრომ მოედანზე 10 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა (3/3) და 2 მოხსნა მიითვალა.
საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ, რომელმაც თავი 50 ქულით (17/21), 14 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
"პეისერსის" მხრიდან გოგამ 25 წუთში 12 ქულა (4/7), 2 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
ბადი ჰილდმა აქტივში 36 ქულა (14/20), 2 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.
ამრიგად, "ბაქსი" 36 მოგებითა და 23 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 18 თებერვალს, "ფილადელფიას" წინააღმდეგ გამართავს.
"ინდიანა" 19 გამარჯვებითა და 40 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-13 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი 17 თებერვალს, "ვაშინგტონ ვიზარდსის" პირისპირ ჩაატარებს.
მე რომ ვიყო ახალი სეზონიდან დავიწყები ტურნირებს და ᲗვეᲨი ორი ᲗამაᲨი იქნებოდა და წაადგებოდა ბავᲨვებს მომავალ Თაობას