თორნიკე შენგელიამ ცსკა დატოვა

AutoSharing Option
კომპეტენტურ შიდა წრეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა დატოვა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ღირსეული გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაზე ფართომასშტაბიანი გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.

შეგახსენებთ, თორნიკემ გუშინ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე უკრაინას სოლიდარობაც გამოუცხადა:

"ვლოცულობ უკრაინისთვის, დარჩით ძლიერები", - წერს სპორტსმენი საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას ქართველი, თუმცა როგორც ცნობილია განაცხადებას დღეს, 26 თებერვალს გააკეთებს.

თორნიკემ ცსკას მაისურით ევროლიგაზე 15 შეხვედრა გამართა, საშუალოდ კი 12.7 ქულას, 4.7 მოხსნას, 2.5 შედეგიანი გადაცემას, 0.9 ჩაჭრასა და 0.3 დაფარებას აგროვებდა.


მკითხველის კომენტარები / 31 /
კაცი მეგონე,ვაჟკაცი ყოფილხარ.
ქართველი
13:23 26-02-2022
6
ყოჩარ თოკო. მეც მათ შორის ვიყავი ვინც მწარედ გაკრიტიკებდა. შეცდომა დაუშვი დიდი და ახლა მიხვდი, როცა სისხლი დაინახე მაგათ დაღვრილი. რუსები უმეტესობა ბარბაროსები არია. მაგ ბარბაროსებს მოსწონთ პუტინი და ყველას მოსწოთ ბევრ მიწებზე იბატონონ. მეტი იდეა მაგათ ცხოვრებაში არ ქონიათ. შეცდომები ვის არ მოსვლია? ჩემთვის მაგ ხმამაღალი აქტის შემდეგ ისევ თოკო და ისევ კაპიტანი იქნები. ერთი თხოვნა მაქვს, რომ ჩამოხვალ კალაძე მოინახულე და შენი ამბავი მოუყევი. თორემ ისეთი უინტელექტო და უწიგნურია დარწმუნებული ვარ ახალ ამბებსაც არ კითხულობს, რა ხდება მსოფლიოში.
G.LA
14:33 26-02-2022
11

სიახლეები პოპულარული