მამუკელაშვილის მორიგი კარგი მატჩი და გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
G ლიგაში სანდრო მამუკელაშვილის "ვისკონსინ ჰერდმა" "კეპიტალ სიტი" 131:129 დაამარცხა.

"მამუმ" მოედანზე 31 წუთი გაატარა, რა დროშიც 18 ქულა (8/14), 12 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება დააგროვა.

მოგეხსენებათ, "მილუოკი ბაქსმა" სეზონის მიმდინარეობისას სერჟ იბაკა დაიმატა, რის გამოც ქართველ კალათბურთელს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თავის გამოჩენის შანსი ფაქტობრივად აღარ ეძლევა.

რაც შეეხება "ირმების" დღევანდელ შეხვედრას, "ბაქსმა" "ჩიკაგო ბულზსი" 118:112 დაამარცხა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული