ბითაძემ კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა - ქართველი "ვაშინგტონის" კალათბურთელებმა ვერ შეაჩერეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ვაშინგტონ ვიზარდსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 133:123 დაამარცხა.

სტუმართა შემადგენლობიდან გოგა ბითაძემ კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა თავი 20 ქულითა (7/7) და 6 მოხსნით გამოიჩინა. რა თქმა უნდა, გამოსარჩევია მე-2 მეოთხედი, რომელშიც ჩვენებურმა 15 ქულა ჩააგდო.

მალკომ ბროგდონმა 27 ქულა, 4 მოხსნა, 4-იც შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

დედაქალაქელთა მხრიდან კრისტაპს პორზინგისმა გუნდს 25 ქულა, 5 მოხსნა და 2 დაფარება შესძინა.

კაილ კუზმამ აქტივში 23 ქულა, 5 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიწერა.

ამრიგად,
"ინდიანა" 22 მოგებითა და 44 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას 9 მარტს, "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ვიზარდსი" 29 გამარჯვებითა და 34 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-11 პოზიციას იკავებს. მომდევნო მატჩს 10 მარტს, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" პირისპირ გამართავს.



მკითხველის კომენტარები / 9 /
დააკვირდიᲗ,როცა ასეᲗი საქებარი სტატია დაიწერება,ხომ ᲨეხედეᲗ Შემდეგ ᲗამᲨსს რა იქნება,ვამბობ კიდევ და კიდევ ქება და ცამდე აყვანა არ უხდებაᲗ Ჩვენს ლეგიონერებს,ცოტა ფრᲗხილად უნდა ვიყოᲗ...იᲗამაᲨა კარგია აბა რა უნდა ქნას მაგიტიმ არის იქ რომ უნდა განვიᲗარდეს ვაა
მოქალაქე
07 მარტი 2022 21:49
0
წელს თავდაჯერება მოემატა აშკარად, ფიზიკაშიც მოუმატა და, მგონია, რომ ყველაფერი კარგად ექნება! ყველა ვგულშემატკივრობთ ამ კარგ ბიჭს! წარმატებები ნბა-შიც და საქართველოს ნაკრებშიც!
მასტერს
07 მარტი 2022 16:31
0
ეგრე რა!ყველამ ვიცით და გვახსოვს,რომ გოგა სამქულიანებს კარგად ისროდა,მაგრამ რაც ამერიკაში წავიდა,კატასტროფულად გაუფუჭდა სიზუსტე.რა თქმა უნდა ვხვდებით,რომ ეს უფრო ფსიქოლოგიური პრობლემაა,მაგრამ თუ ნდობას იგრძნობს,აუცილებლად მოუმატებს.ცუდი ისაა,რომ თითქმის ყოველთვის გოგას კარგი თამაში,გუნდის დამარცხებას ემთხვევა.ესე იგი,როცა ლიდერები ვერ თამაშობენ,მაშინ უშვებენ გოგას საკმაო ხნით და ისიც მეტნაკლებად იყენებს შანსს.იმედია თანდათან მეტ დროს მიიღებს და თანაგუნდელებიც შეამჩნევენ მოედანზე.რაც ამ მფრაგმენტებში ჩანს,არც ერთი ბურთი არ ჩაუგდია ფიზიკური კონტაქტის პირობებში და თუ სათამაშო აგრესიას მოუმატებს(უკვე საკმაო წონა და კუნთები დაიმატა),ფარქვეშიდანაც შეძლებს ბრძოლით გზის გაკვალვას და გუნდის დახმარებას.აი მაშინ მეტ ნდობასაც მიიღებს თანაგუნდელებისაგან,თორემ თავისუფალი პოზიციიდან,ამერიკაში თითქმის ყველა შეუცდომლად ისვრის.დღეისათვის რა თქმა უნდა ეს ქულებიც შესანიშნავი შედეგია და ვულოცავ.
სოსო
07 მარტი 2022 15:58
0
წარმატებები გოგას, და საქართველოს ნაკრებს... ევროპის ჩემპიონატზე!!!
tngh
07 მარტი 2022 15:15
0
მესამე მეოთხედში მწვრთნელმა Rick Carlisle-მა გოგა სკამზე დასვა და ფაქტიურად თამაში ჩააგდო. ჟურნალისტებიც და გულშემატკივრებიც აგინებენ მწვრთნელს.
ქ. გ.
07 მარტი 2022 13:26
0
ყველაფერი კარგადაა! გასულ 2 წელიწადში საკმაოდ განვითარდა. საშუალო ნბა -ს კალათბურთელის დონეზე უკვე თამაშობს! ახლა დარჩა სხეულის ბლომად
მოსვირინგება (ტატუ თქვენ და შავი ჭირი!) და სახეზე მედგარი გამომეტყველების მიღება! წარმატებები გოგა! )))
SILVERMARCS
07 მარტი 2022 11:55
1
ამ წვერ-ულვაშით მულტფილმი რომაა მეზღვაურ პაპაიზე იქ მოხეული კლიენტი რომაა პაპაის მტერი იმას დაემგვანა DDD
zura222
07 მარტი 2022 11:47
0
აქამდე პასს არ აძლევდნენ და მაგიტო ვერ ქონდა შედეგი
ტოტტი
07 მარტი 2022 10:08
0
პასს კი არა, დროს არ აძლევდნენ ))
დრო უნდა მიეცეს მოთამაშეს რომ საწყის ეტაპზე ალღო აუღოს ყველაფერს და მერე ქულების დაგროვებასაც დაიწყებს.
გოგასგან მეგაჩამყრელი არ გამოვა, მაგრამ არც ისეთი გაუბედავი და სუსტია, ბევრს რომ ჰგონია.
korben dallas
07 მარტი 2022 10:51
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული