საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელმა უკანახაზელმა ესპანურ ACB ლიგაში ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა. თად მაკფადენმა თავის გუნდს სტუმრად მალაგაში, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, პირადად მოაგებინა. მაკფადენის "მურსიამ" მეტოქეს 88:87 სძლია, გადამწყვეტი ორქულიანი კი სწორედ თადმა ჩააგდო, რომელიც 27 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა.
აღსანიშნავია, რომ მურსიელებმა პირველი მეოთხედი 18:30 წააგეს და ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ გამარჯვება სტუმრებს დარჩებოდათ. მურსიელთა ქამბექის მთავარი შემოქმედი მაკფადენი გახდა, რომელიც სასტარტო ხუთეულში იყო და 25:37 წუთში 5-დან 3 ორქულიანი, 10-დან 6 სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო.
მურსია 86:87
აგებდა, როდესაც გადამწყვეტი სროლის განხორციელება თადს მიანდეს და მანაც შორეული ორქულიანი ჩააგდო. ამ დროს საფინალო სირენამდე 3.6 წამიღა რჩებოდა და ვალენსიელებმა შედეგიანი შეტევის განხორციელება ვეღარ მოასწრეს. მაკფადენის მონაგარი 1 მოხსნა და 2 პასიც იყო, პასივში კი 1 დაკარგვა და 1 პერსონალური ფოლი ჰქონდა.
ცნობისთვის, თადს მიმდინარე სეზონში 19 მატჩი აქვს ჩატარებული, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 21:03 წუთი, 12.6 ქულა, 1.0 მოხსნა, 1.8 პასი. "მურსიამ" 11 მოგება და 8 მარცხი მოაგროვა და ლიგა ენდესაში მე-7 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 13 მარტს შინ, "ანდორასთან" ჩაატარებს.
GBF.GE