ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "მილუოკი ბაქსი" "ოკლაჰომა სითი თანდერს" ესტუმრა და 142:115 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მოქმედი ჩემპიონებისთვის ეს შედეგი (142 ქულა) სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია.
"ირმების" მხრიდან სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 9 წუთი დაჰყო, რა დროშიც 8 ქულა (2/2 სამქულიანი) და 4 მოხსნა დააგროვა.
საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ, რომელმაც თავი 39 ქულით, 7 მოხსნით, ამდენივე შედეგიანი გადაცემით, 3 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
"თანდერის" შემადგენლობიდან შაი გილჯეს-ალექსანდერმა გუნდს 33 ქულა, 8 მოხსნა, 14 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.
ამრიგად, "ბაქსი" 41 მოგებითა და 25 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება, შემდეგ შეხვედრას ხვალ, 10 მარტს, "ატლანტა ჰოუქსის" პირისპირ ჩაატარებს.
"ოკლაჰომა" 20 გამარჯვებითა და 45 მარცხით იმავე დასავლეთში მე-14 პოზიციას იკავებს, მომდევნო მატჩს კი 10 მარტს, "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ გამართავს.