ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "მემფის გრიზლმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 133:103 დაამარცხა.
სტუმართა მხრიდან გოგა ბითაძემ მოედანზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა (3/8), 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა.
საუკეთესო ლენს სტივენსონი გახდა, რომელმაც თავი 25 ქულით, 2 მოხსნით, ამდენივე შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან დესმონდ ბეინმა გუნდს 30 ქულა, 5 მოხსნა, 5-იც შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.
ამრიგად, "პეისერსი" 25 გამარჯვებითა და 49 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩს 27 მარტს, "ტორონტო რეპტორსის" პირისპირ გამართავს.
"გრიზლი" 51 მოგებითა და 23 წაგებით დასავლეთში მე-2 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას იმავე 27 მარტს, "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.