ქართველები NBA-ში - გოგამ და სანდრომ დიდი დროით ითამაშეს

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ქართველმა კალათბურთელებმა მორიგი შეხვედრები ჩაატარეს.

"მილუოკი ბაქსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უმასპინძლა, შეხვედრა სტუმართა გამარჯებით 153:119 დასრულდა.

მასპინძელთა მხრიდან სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 8 ქულით (3/6), 4 მოხსნით (3 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

საუკეთესო ბობი პორტისი გახლდათ, რომელმაც გუნდს 25 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

"კლიპერსის" შემადგენლობიდან რობერტ კოვინგტონმა 43 ქულა (11/18 სამქულიანი), 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება
დააგროვა.

ამრიგად, "ბაქსი" 48 მოგებითა და 29 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება, შემდეგ შეხვედრას 3 აპრილს, "დალას მავერიკსის" პირისპირ გამართავს.

კალიფორნიელები 38 გამარჯვებითა და 40 მარცხით დასავლეთში მე-8 პოზიციას იკავებს, მომდევნო მატჩს 7 აპრილს, "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.


"ბოსტონ სელტიკსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 128:123 დაამარცხა.

გოგა ბითაძემ მოედანზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც გუნდს 13 ქულა (4/6), 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.

საუკეთესო ტაირის ჰალიბარტონი გახლდათ, რომელმაც თავი 30 ქულით (10/11), 1 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

"კელტების" შემადგენლობიდან ჯეილინ ბრაუნმა აქტივში 32 ქულა, 3 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა.

ჯეისონ ტეიტუმმა 31 ქულა, 6 მოხსნა, 6-იც შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა.

ამრიგად, "პეისერსი" 25 მოგებითა და 53 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს, შემდეგ მატჩს 6 აპრილს, "ფილადელფიას" პირისპირ გამართავს.

"ბოსტონი" 48 გამარჯვებითა და 30 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-3 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას 3 აპრილს, "ვაშინგტონ ვიზარდსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩვენი კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავები, თქვენ გაიხარეთ!!!
ჭიჭე
15:51 18-05-2022
0
ორივე დიდი მომავლის მქონე კალათბურთელია, თუ საკუთარ კარიერას ძალით არ დაანგრევენ, ისევე, როგორც თავის გარეგნობას იმახინჯებენ. რომ ვუყურებ, ორივე ციხიდან გამოქცეული იანიჩარები მგონია .
დ.დ.
18:49 03-04-2022
0

myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული