ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ქართველმა კალათბურთელებმა მორიგი შეხვედრები ჩაატარეს.
"მილუოკი ბაქსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უმასპინძლა, შეხვედრა სტუმართა გამარჯებით 153:119 დასრულდა.
მასპინძელთა მხრიდან სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 8 ქულით (3/6), 4 მოხსნით (3 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.
საუკეთესო ბობი პორტისი გახლდათ, რომელმაც გუნდს 25 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
"კლიპერსის" შემადგენლობიდან რობერტ კოვინგტონმა 43 ქულა (11/18 სამქულიანი), 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება
დააგროვა.
ამრიგად, "ბაქსი" 48 მოგებითა და 29 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება, შემდეგ შეხვედრას 3 აპრილს, "დალას მავერიკსის" პირისპირ გამართავს.
კალიფორნიელები 38 გამარჯვებითა და 40 მარცხით დასავლეთში მე-8 პოზიციას იკავებს, მომდევნო მატჩს 7 აპრილს, "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ბოსტონ სელტიკსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 128:123 დაამარცხა.
გოგა ბითაძემ მოედანზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც გუნდს 13 ქულა (4/6), 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.
საუკეთესო ტაირის ჰალიბარტონი გახლდათ, რომელმაც თავი 30 ქულით (10/11), 1 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.
"კელტების" შემადგენლობიდან ჯეილინ ბრაუნმა აქტივში 32 ქულა, 3 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა.
ჯეისონ ტეიტუმმა 31 ქულა, 6 მოხსნა, 6-იც შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა.
ამრიგად, "პეისერსი" 25 მოგებითა და 53 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს, შემდეგ მატჩს 6 აპრილს, "ფილადელფიას" პირისპირ გამართავს.
"ბოსტონი" 48 გამარჯვებითა და 30 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-3 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას 3 აპრილს, "ვაშინგტონ ვიზარდსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.