შერმადინის "ტენერიფემ" მადრიდის "რეალი" დაამარცხა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” მადრიდის “რეალი” დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა უშუალო ოპონენტი, მადრიდელთა მთავარი დამრტყმელი ძალა ვალტერ ტავარეში შეტევაში მაქსიმალურად შეზღუდა, რითაც ტენერიფელთა გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო.

ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში "ტენერიფემ" "რეალს" უმასპინძლა და 72:59 დაამარცხა. ბოლო პერიოდის წინ მადრიდელები 2 ქულას იგებდნენ, თუმცა გადამწყვეტ მომენტში კუნძულელებმა შესაშური დისციპლინა და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს, რაც გახდა კიდეც დამაჯერებელი, 13-ქულიანი გამარჯვების მიზეზი.

შერმადინი სათადარიგო იყო და მოედანზე საკმაოდ მცირე ხნით – არასრული 16 წუთით გამოჩნდა, თუმცა ამ დროში ქართველმა ცენტრმა 11 ქულა და 4
მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 4-დან 3 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მას ვერც ერთხელ ვერ დააფარა ტავარეშმა, რომელიც მთლიანობაში სოლიდური შედეგიანობით გამოირჩა – 10 მოხსნა, 6 დაფარება და 6 ქულა.

ტენერიფელთაგან საუკეთესო შედეგი ბრუნო ფიტიპალდომ დააფიქსირა, რომელმაც 14 ქულა და 9 პასი მიითვალა. ემირ სულეიმანოვიჩმა "ტენერიფეს" 12 მოხსნა და 8 ქულა მიაშველა. 10 მოგებითა და 6 წაგებით "ტენერიფე" ცხრილში მე-6 ადგილზეა, "რეალს" კი 19 მოგება და 7 მარცხი აქვს და მეორეზე იმყოფება.

GBF

altშერმადინი ესპანური ლიგის მარტის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

altქართული დერბის გამორჩეული ქართველები: შერმადინის MVP-ის ტიტული და ბურჯანაძის 18 ქულა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 1 /
რეალურად 5 დაფარება ჰქონდა ტავარეშს, ერთი უეჭველი ჯარიმა იყო, ყველა რაკურსით აჩვენეს და კარგად სჩანდა, როგორ ურტყამს ხელზე დაფრების დროს. არ მეგონა, თუ ტავარეშს ასე დაჩაგრავდა შერმა.
0

სიახლეები პოპულარული