მწვრთნელმა მითხრა, ეს არ გამეკეთებინა - მამუკელაშვილი ისტორიული მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, სანდრო მამუკელაშვილს "მილოუკი ბაქსის" რიგებში ძალიან შედეგიანი მატჩი ჰქონდა და თავი 28 ქულით (10/18), 13 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა. შეხვედრის შემდეგ ქართველმა კალათბურთელმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

"ამ სეზონის მადლობელი ვარ. წინა წელს არც კი ვიცოდი, ლიგაში ვიქნებოდი თუ არა. ვფიქრობ, რომ ყველაფერი განვითარებასა და სწავლაზეა დამოკიდებული, უნდა ვყოფილიყავი მომთმენი და ყველა შესაძლებლობა გამომეყენებინა. როცა ლიგის საუკეთესო გუნდში ხარ და სწავლობ ისეთი მოთამაშეებისგან, როგორებიც იანისი, ლოპესი და პორტისი არიან, უბრალოდ მადლობელი უნდა იყო. საერთო ჯამში, დიდებული წელი
იყო და განვითარება უნდა გავაგრძელო."

თანაგუნდელებთან ძალიან დავახლოვდი, ერთმანეთთან საერთოს ყოველთვის ვპოულობთ, ისინი ყველაფერში მეხმარებიან. დებიუტანტებს ხშირად ცუდი დღეები გვაქვს ხოლმე და ნებისმიერ დროს შემიძლია დავურეკო ჯრუს, ბობის ან ნებისმიერ სხვას და ისინი რჩევებს ყოველთვის მაძლევენ. მახსოვს, როცა ვეგასში ვიყავი და იანისი პირველად ვნახე, მწვრთნელს ვთხოვე, ჩვენთვის სურათი გადაეღო და მან მითხრა, რომ ის ჩემი თანაგუნდელი იყო და ეს არ გამეკეთებინა."

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონი დასრულდა. "ბაქსი" 51 მოგებითა და 30 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე გავიდა, წინ კი პლეი-ოფია.

altსანდრომ NBA-ში კარიერის მატჩი ჩაატარა - ახალი ქართული რეკორდი! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
მამუსაც და გოგასაც მაგარი პროგრესი აქვთ. ახლავე ეტყობა, რომ დიდ კალთბურთელებად ჩამოყალიბდებიან. წარმატებები ბიჭებს!
დათო
17:08 11-04-2022
0
აი რას ნიშნავს ველური დასავლეთი ბიჭს თვალებში ეტყობა ჟილკა, ეს გაცილებით მალე ადაპტირდება ნბა-ში ვიდრე გოგა, თუმცა გოგაც მალე იტყვის თავის სათქმელს.
0

სიახლეები პოპულარული