შენგელიას 9 ქულა და ევროთასის ნახევარფინალი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 26 აპრილს, ევროთასის მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონიამ" "ულმს" უმასპინძლა და 83:77 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 28 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 9 ქულით (4/13), 4 მოხსნით (3 შეტევაში), 2 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

იტალიელებს მემ ჯაიტემ ულიდერა, რომელმაც გუნდს 27 ქულა (12/16), 11 მოხსნა (6 შეტევაში) და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ამრიგად, "ვირტუსი" ევროთასის 4 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა, მისი მეტოქე კი "ვალენსიასა"
და "მეტროპოლიტანსს" შორის გამარჯვებული იქნება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თმები უშლის ხელს
ძველებურად უნდა დაიყენოს
თოკო კიდევ დიდხანს გაგვახარებს
თენგო
13:53 27-04-2022
0
ამ თამაშით ბარსელონაში ვერ გადავა,იყო ამაზე ლაპარაკი რაშიც ეჭვი მეპარება
სოსო
12:50 27-04-2022
1

myquiz
სიახლეები პოპულარული