თორნიკე შენგელია "ვირტუსში" ევროთასის გამარჯვებულია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ევროთასი მოიგო. ეს ევროპაში დონით მეორე საკლუბო შეჯიბრებაა ევროლიგის შემდეგ. თორნიკე და დენი ჰაკეტი ამ ზამთარს ცსკა-დან ბოლონიის „ვირტუსში“ გადავიდნენ, გუნდი იმდენად გააძლიერეს, რომ იტალიის ჩემპიონატის ფავორიტადაც იქცნენ და ევროთასი დამაჯერებელი თამაშით მოიგეს. „ვირტუსმა“ ფინალში „ბურსასპორი“ 80:67 დაამარცხა.

ბოლონიურმა გუნდმა პირველი მეოთხედი 25:12 მოიგო, რის შემდეგაც „ბურსასპორმა“ გადასწრება ვეღარ მოახერხა, თუმცა ბოლომდე იბრძოლა და მასპინძლებს მოდუნების საშუალება არ მისცა. თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, 23 წუთში 5 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება
მოაგროვა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი თოკოს გუნდელი მილოშ ტეოდოშიჩი გახდა, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან უკლო შედეგიანობას რაც ესპანეთიდან წამოვიდა
ბექა
15:14 12-05-2022
0
ზოგადად წარმატებული სეზონი გამოუვიდათ ჩვენ ბიჭებს, შერმადინი, შენგელია ევროპაში. მამუკელაშვილი, ბითაძე ამერიკაში. რაც გვაიმედებს ევროზე. მოულოცავ გიორგის და თოკოს. ახლა ჯერია ევროზეც გაგვახაროთ, წარმატებები
მერაბ1970
12:25 12-05-2022
1

myquiz
სიახლეები პოპულარული