NBA-ს საზაფხულო ლიგაში "მილუოკი ბაქსმა" "მინესოტა ტიმბერვულვზი" 87:75 დაამარცხა.
"ირმების" შემადგენლობიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახდა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 32:07 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავი 18 ქულით, 15 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.
შეგახსენებთ, სანდრომ 2022 წლის საზაფხულო ლიგაში 2 შეხვედრა ჩაატარა, "სელტიკსს" 28, ხოლო "ბრუკლინს" 17 ქულა ჩაუგდო.
"ბაქსი" მომდევნო შეხვედრას ხვალ "დალას მავერიკსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.