ბითაძე "ლეიკერსში" ლებრონთან ერთად?

AutoSharing Option
We Talk Hoops-ი "ტვიტერით" ინფორმაციას ავრცელებს, რომ ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე შეიძლება "ინდიანა პეისერსიდან" "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" გადავიდეს.

გამოცემის ცნობით, კლუბები დიდ ბარტერს ამზადებენ და არაა გამორიცხული, "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" გოგა ბითაძე და მილს ტერნერი გადაბარგდნენ, ხოლო "ინდიანა პეისერსი" რასელ ვესტბრუკს და ტეილენ ჰორტონ-ტაკერს დაიმატებს და 2025 წლის დრაფტის პირველ რაუნდში არჩევანის უფლება ექნება.

ბითაძე "ინდიანაში" 2019 წელს "ბუდუჩნოსტიდან" გადავიდა, ახლა კი შეიძლება ლებრონ ჯეიმსის თანაგუნდელი გახდეს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
სანიკიძეს უსმინე? სერიოზული არაფერიაო, უბრალოდ ინდიანამ უნდა შეუდგინოს რეაბილიტაციის გრაფიკიო და მე მეშინია, რომ ჩვენდა სასარგებლოს ეგენი არაფერს შეუდგენენ, რაში აწყობტ მაგათ გოგას ნაკრებში თამაში და გადაღლა.
duscatto-ს
12:44 03-08-2022
1
ჯერ ერთი ნაკრებში გამოუშვით ეგ ბიჭი და მერე გინდა ლებრონთან გაუშვით და გინდა ია მინთან ჩინეთში.
ეეე
22:13 02-08-2022
1

სიახლეები პოპულარული