
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ "ვირტუსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა, - იტყობინება ბოლონიური კლუბის საიტი.
შენგელიამ "ვირტუსთან" 2+1 სისტემის ხელშეკრულება გააფორმა.
თორნიკე "ვირტუსში" გაზაფხულზე გადავიდა, გუნდთან ერთად ევროთასი მოიგო და ევროლიგაზე ითამაშებს.
ის ამჟამად ტრავმირებულია და პარკეტზე დაბრუნებას ნოემბერში შეძლებს.