"გასულ ზაფხულს NBA-ში დაბრუნებას ვგეგმავდი" - თორნიკე შენგელია იტალიაში დარჩენის მიზეზს განმარტავს

AutoSharing Option
ბოლონიას "ვირტუსის" კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ უცხოურ გამოცემა Eurohoops-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც იტალიაში დარჩენის მიზეზებზე ისაუბრა.

თოკოს თქმით, რამდენიმე თვის წინ NBA-ში დაბრუნებას გეგმავდა, თუმცა ოჯახთან საუბრის შემდეგ, გუნდის შეცვლა აღარ ისურვა.

"გასულ ზაფხულს NBA-ში დაბრუნებაზე ვფიქრობდი, შემოთავაზება უამრავი გუნდისგან მივიღე, საბოლოოდ, ოჯახთან ერთად გადავწყვიტე, რომ "ვირტუსთან" ახალი კონტრაქტი გამეფორმებინა, აქ ყველაფერი მომწონს, პროექტი, მწვრთნელი, მოთამაშეები და ქალაქი, ჩემი შემდეგი ნაბიჯიც სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა" - განაცხადა შენგელიამ.

თორნიკე შენგელია "ვირტუსს" გასულ სეზონში, მოსკოვის "ცსკა"-დან შეურთდა და ახალ გუნდთან ერთად ევროთასი
მოიგო, 30 წლის კალათბურთელი სერია A-ში 11.9 ქულას, 5.9 მოხსნასა და 2.6 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

altთორნიკე შენგელიამ "ვირტუსთან" კონტრაქტი გააგრძელა

altთორნიკე შენგელია "ვირტუსში" ევროთასის გამარჯვებულია

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნაკრებში თუ გიშვებენ ეგაა მთავარი.
რრრ
12:41 29-09-2022
0

სიახლეები პოპულარული