მაკფადენმა ბოლო პერიოდში 10 ქულა ჩააგდო, მისმა "მურსიამ" კი "თოფაშს" 3 ქულით სძლია

AutoSharing Option
თად მაკფადენის “მურსია” ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატთან ერთად ჩემპიონთა ლიგაშიც გამოვა. ფიბა-ს ტურნირებს შორის ამ ყველაზე პრესტიჟულ გათამაშებაში მურსიელები წარმატებით ჩაერთნენ. მაკფადენის გუნდმა თურქულ “თოფაშს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 75:72 დაამარცხა. მაკფადენი მატჩის გმირი გახდა, რომელმაც ბოლო მეოთხედში 10 ქულა ჩააგდო.

მაკფადენი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 26:11 წუთში 6-დან 2 სამქულიანი და 7-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა, აქტივში 1 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრაც ჰქონდა, პასივში კი – 1 დაკარგვა. მურსიელთა მხრიდან 16 ქულით საუკეთესო ჯორდან დევისი
იყო, ბასკონიაში თორნიკე შენგელიას ყოფილმა თანაგუნდელმა ილიმანე დიოპმა კი 13 ქულას 6 მოხსნა წაამატა.

მაკფადენის კლუბი ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფშია და მეტოქეებად "სტრასბურგი" და "სომბათჰეი" ჰყავს. "მურსია" მომდევნო შეხვედრას სწორედ უნგრეთში ჩაატარებს 12 ოქტომბერს, მანამდე კი (9-ში) ესპანეთის ჩემპიონატში ძალებს "გრანადასთან" მოსინჯავს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
დონჩიჩის დონეს არავინ ითხოვს, მარა რატი საშუალო ესპანურ, იტალიურ, ბალკანურ გუნდებს გაქაჩავს.
ირაკლის
23:36 06-10-2022
0
რამდენად არა აქვს პრესტიჟი დღეს საქართველოს ნაკრებს ევროპაში,რომ მისი ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშე რატი ანდრონიკაშვილი უგუნდოთაა!!!!!
ბექა
19:05 06-10-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული