"ინდიანამ" ბითაძეს ხელშეკრულება არ გაუხანგრძლივა

AutoSharing Option
Sports Illustrated-ის ცნობით, „ინდიანა პეისერსმა“ გოგა ბითაძეს 2023 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი არ გაუგრძელა. ეს მოულოდნელი არ იყო, ვინაიდან გუნდში მესამე ცენტრია და გაისად თავისუფალი აგენტის სტატუსით მყოფს ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს.

„ინდიანა პეისერსის“ მწვრთნელმა რიკ კარლაილმა განაცხადა, რომ ბითაძე ნიჭიერი მეხუთე ნომერია, თამაშის რიტმს გრძნობს, სროლაც ეხერხება, პასიც, ბლოკის დაყენებაც და ასეთი ცენტრი ხეზე არ ასხია.

გოგა ინდიანურ გუნდში 2019 წლის დრაფტის შემდეგ მოხვდა. იმედია, ახალ სეზონში თავს გამოიჩენს და NBA-ს ისეთ კლუბში გადავა, სადაც საკმარისი სათამაშო დრო ექნება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
ბითაძე და ინდიანა, ერთმანეთისთვის არათავსებადი მოცემულობა. მის მწვრთნელებზე აღარაფერს ვამბობ.
გოგას რომ ნიჭი და უნარი აქვს, ეს არაერთგზის აჩვენა NBA-ში. იმედია შესაფერისი გუნდი გამოჩნდება.
ყოჩაღი ოლეგი
19:23 18-10-2022
1
გოგას ეტყობა მაინც ადრე მოუწია,დრაფტზე გასვლა.მენტალურად ჯერ მზად არ იყო,იქაური გარემოსათვის.ევროპაში,კლუბში მისთვის სასურველი გარემო იყო და ყველა მის განვითარებაზე ზრუნავდა.ამერიკაში კი,უმკაცრესი კონკურენციის პირობებში აღმოჩნდა და თვითონაც ბუნებრივად რბილი ხასიათისას,გუნდში ადგილის დამკვიდრება გაუჭირდა.იმედია ახალ კლუბს იპოვის და ინდიანაში მიღებული გამოცდილება,იქ გამოადგება.
სოსო
19:00 18-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული