მოგეხსენებათ, "ინდიანას" ძირითადი ცენტრი მაილს ტერნერი ტრავმირებულია, გოგამ კი დედაქალაქელებთან 10 წუთი მიიღო, თუმცა ცუდი შეხვედრა ჩაატარა.
ქართველმა ცენტრმა 2 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, თუმცა 4-წუთიან მონაკვეთში სამჯერ დაჯარიმდა, სროლის მცდელობა კი მხოლოდ ერთხელ ჰქონდა.
მასპინძელთაგან კარგი მატჩი ჩაატარა ტაირის ჰალიბარტონმა, ახალგაზრდა გამთამაშებელმა 26 ქულა, 4 მოხსნა და 7 შედეგიანი პასი მიითვალა.
გამარჯვებულთაგან კი გამოირჩა კაილ კუზმა, ამერიკელმა 22 ქულა,
"ინდიანა" მომდევნო შეხვედრას 22 ოქტომბერს "სან ანტონიო სპერსთან" გამართავს, "ვაშინგტონი" კი ამავე დღეს "ჩიკაგოს" დაუპირისპირდება.