ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "მილუოკი ბაქსმა" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა და 110:99 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან სანდრო მამუკელაშვილი მოედნაზე არ გამოჩენილა.
საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც თავი 43 ქულით (16/25 თამაშიდან) 14 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.
"ნეტსის" მხრიდან კევინ დურანტმა 33 ქულა (10/23 თამაშიდან), 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა.
კაირი ირვინგმა აქტივში 27 ქულა (9/21 თამაშიდან), 9 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1-იც ჩაჭრა ჩაიწერა.
ამრიგად, სეზონის სტარტზე "ბაქსი" დაუმარცხებელია (3:0), მომდევნო შეხვედრას კი 29 ოქტომბერს, "ნიო იორკ ნიქსთან" გამართავს.
"ბრუკლინს" მოგება-წაგების ბალანსი 1/3-თან აქვს, შემდეგ მატჩს ხვალ, 28 ოქტომბერს, "დალას მავერიკსთან" ჩაატარებს.