ქართველების ნაკლებშედეგიანი თამაში NBA-ში [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ქართველმა კალათბურთელებმა მორიგი შეხვედრები გამართეს.

"ინდიანა პეისერსმა" "დენვერ ნაგეტსს" უმასპინძლა და 119:122 დამარცხდა.

გოგა ბითაძემ მოედანზე 06:49 წუთი დაჰყო, რა დროშიც 2 ქულა, 1 მოხსნა და 1-იც შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

საუკეთესო ბენედიქტ მატურინი გახდა, რომელმაც გუნდს 30 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ტაირის ჰალიბარტონმა 21 ქულა, 1 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მიითვალა.

"ნაგეტსის" მხრიდან ნიკოლა იოკიჩმა გუნდს 24 ქულა, 4 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.

აარონ გორდონმა
აქტივში 18 ქულა, 16 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება ჩაიწერა.

ამრიგად, "პეისერსი" 5 გამარჯვებითა და 6 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩს 13 ნოემბერს, "ტორონტო რეპტორსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"დენვერი" 8 მოგებითა და 3 წაგებით დასავლეთში მე-4 პოზიციაზე იმყოფება, 12 ნოემბერს კი "ბოსტონ სელტიკსს" დაუპირისპირდება.



"მილუოკი ბაქსი" ლიდერების გარეშე "ოკლაჰომა სიტი თანდერს" ესტუმრა და 136:132 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 6 წუთი დაჰყო, რა დროშიც ბურთი კალათში ვერ ჩააგდო (0/2), თუმცა 3 მოხსნა მიითვალა.

იანის ანტეტოკუნმპოს, კრის მიდლტონისა და ჯრუ ჰოლიდეის არყოფნაში გუნდს ჯევონ კარტერმა ულიდერა, რომელმაც 36 ქულა, 4 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

ბრუკ ლოპესმა თავი 24 ქულით, 13 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემით, ამდენივე ჩაჭრითა და 5 დაფარებით გამოიჩინა.

მასპინძელთა მხრიდან შაი გილჯეს ალექსანდერმა გუნდს 39 ქულა, 4 მოხსნა, 4-იც შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება შესძინა.

ამრიგად, "ბაქსი" 10 მოგებითა და 1 მარცხით ლიგის საუკეთესო შედეგს ინარჩუნებს, 12 ნოემბერს კი "სან ანტონიო სპურსს" შეხვდება.

"თანდერი" 4 გამარჯვებითა და 7 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 პოზიციას იკავებს. მომდევნო შეხვედრას 12 ნოემბერს, "ტორონტო რეპტორსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.


მკითხველის კომენტარები / 3 /
ვერც ბითაძემ და ვერც მამუკელაშვილმა მოლოდინები აშკარად ვერ გაამართლეს, თუმცა წარმატებებს მთელი გულით და სულით ვუსურვებ. გვჭირდება მეტი ინფრასტრუქტურა, დარბაზები ყველა კლუბს და მეტი ბავშვის ჩართულობა, რაც მეტ კონკურენციას ნიშნავს. ისე, ასე 2-3 კალათბურთელის გაშვება და მათგან სასწაულების მოლოდინი აშკარად ფუჭად დროის ხარჯვაა. როცა ჩემპიონატის დონის აწევაზე არ ვლაპარაკობთ, ეს მიუღებელია. შემაშფოთებელია, როცა საქართველოს ჩემპიონატი ერთ დარბაზში, ოლიმპიურ სასახლეში ტარდება, ხოლო 20 წლამდელების შიდა ჩემპიონატი არ ჩავატარეთ და მის კვალდაკვალ ევროპის 20 წლამდელები ჩავატარეთ... სამწუხარო პარადოქსია!
ლაშა
10:41 10-11-2022
0
აშკარაა, ჩვენი კალათბურთი თავქვე ეშვება.
აშკარად უპატრონობა და უთავობაა
თენგო
21:19 10-11-2022
0

სიახლეები პოპულარული