სანაძეს მიმდინარე სეზონში, ეროვნული ნაკრების გარდა, სხვაგან არ უთამაშია. ის ბოლოს სერბულ “ჩაჩაკში” თამაშობდა და გუნდს გასული სეზონის ბოლოს დაემშვიდობა. დუდამ ევრობასკეტის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი ჩაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო: ისლანდიაში 13 ქულა ჩააგდო, იტალიასთან კი 14
დუდა ეროვნულ გუნდის ღირსებას 2013 წლიდან იცავს, საკლუბო დონეზე კი "პრიმორსკას" (სლოვენია), "პისტოიას" (იტალია), "გიპუზკოას" (ესპანეთი), "როსა რადომის" (პოლონეთი), "ფუენლაბრადას" (ესპანეთი), "ოლივეირენშესა" (პორტუგალია) და "ალ ხორის" (კატარი) რიგებშიც უთამაშია.
რაც შეეხება "ანორთოსისს", ნიქოზიური გუნდი 4 ტურის შემდეგ ერთი მოგებით მე-8 ადგილზეა. შემდეგ ტურში, 19 ნოემბერს, ანორთოსისი "ომონიას" დაუპირისპირდება და ქართველი ახალწვეულის დებიუტს სწორედ ამ მატჩში უნდა ველოდოთ.
GBF.GE