ბურჯანაძის 3-ქულიანი დებიუტი იტალიის სერია "ა"-ში

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის დებიუტი იტალიის სერია "ა"-ში. ქართველი ფორვარდის გუნდმა რეჯიო ემილიამ ვერონას უმასპინძლა და 5 ქულით – 65:70 დამარცხდა.

ბურჯანაძემ 10 ქუთი ითამაშა და შეხვედრა 3 ქულითა და 1 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. ბექამ 2 ორქულიანი ააცილა, ხოლო 2 სამიანიდან ერთი გამოიყენა. 

2 მოგებითა და 5 მარცხით რეჯიო ემილია ბოლოსწინა, მე-15 ადგილზე დაქვეითდა. მომდევნო ტურში ბურჯანაძის გუნდი ბოლოადგილოსან სკაფატის დაუპირისპირდება.

GBF

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული