ბურჯანაძის უქულო თამაში და მისი გუნდის პრინციპული გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის გუნდმა ფიბას ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

იტალიურმა "რეჯიო ემილიამ" თურქულ "ქარშიაქას" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 74:70 დაამარცხა. ემილიელებს B ჯგუფში 3 ტურის შემდეგ 1 მოგება ჰქონდათ და ლიდერს მასპინძლობდნენ. 4-გუნდიანი ჯგუფიდან 2 საუკეთესო გადის და ეს მატჩი რომ წაეგო, ბურჯანაძის გუნდს დარჩენილ 2 ტურში სასწაული თუ უშველიდა. ახლა კი, "ქარშიაქას" დამარცხების შემდეგ, 2-2 მოგება-წაგებით თურქულ გუნდთან ერთად ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მიუხედავად იმისა, რომ ქულა ვერ მოიპოვა, მოედანზე საკმაოდ დიდი დრო გაატარა
– 19:38 წუთი ითამაშა და სამივე ღირებულების სროლა 2-2-ჯერ ააცილა. ბურჯანაძემ 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა, ერთი ჯარიმა მიიღო და ბურთი არ დაუკარგავს. გამარჯვებულებს ოსვალდას ოლისევიჩუსმა 18 ქულით ულიდერა, ნეიტ რუვერსმა კი 16 ქულა მიითვალა.

შემდეგ ტურში, 7 დეკემბერს, "რეჯიო ემილია" ათენში აეკ-ს შეხვდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეტყობა ვინც არის ბიძაშვილობით და მეგობრობით გაზრდილი...ამის ტოლი რამდენი კარგი ბავშვი დაიკარგა ვინ მოთვლის. ამათი იმედი უნდა გვქონდეს...გაიღვიძა სანიკიძე.
რაღაც უაზრო კომენტარი და ტროლებმა კომენტარი არ დაწეროთ აქვე ვიტყვი 207 სმ სიმაღლის ბავშვს ყურადღება არ მიაქციეს იმიტომ რომ მე არ ვარ მაგათი ნათესავი მაგათი მეგობარი და ფულიანი.ამის გამო 17 წლის ბავშვი მიზის სახლში.აქვე დავწერ იმის დონეზეც არ მოამზადეს ბავშვი რომ 207 სმ სიმაღლის ბავშვს აქვს თუ არა პერსპექტივა რომ გაეგრძელებინა ვარჯიში.მე დღესაც არ ვიცი 207 სმ ბავშვს აქვს პოტენციალი კალათბურთის თუ სწავლას მივაღწიე.ესეც არ ვიცი ისეთი უვარჯიშებელი გამომატანეს.
გია
09:28 24-11-2022
1
დაენანა ბურთის კალათში ჩაგდება თუ რა მოხდა ასეთი?
G.LA
08:38 24-11-2022
3

სიახლეები პოპულარული