ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ინდიანა პეისერსმა" "მინესოტა ტიმბერვულვზს" უმასპინძლა და 101:115 დამარცხდა.
გოგა ბითაძე სოლიდური დროით დაიტვირთა, ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 15:27 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავი 4 ქულით, 3 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.
საუკეთესო მაილის ტერნერი გახლდათ, რომელმაც 31 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
ტაირის ჰალიბარტონმა 10 ქულა, 2 მოხსნა, 14 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
"მინესოტას" მხრიდან კარლ ენტონი თაუნსმა გუნდს 23 ქულა, 11 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.
დიანჯელო რასელმა აქტივში 15 ქულა, 3 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა.
ამრიგად, "პეისერსი" 10 გამარჯვებითა და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას 26 ნოემბერს, "ბრუკლინ ნეტსთან" გამართავს.
"ტიმბერვულვზი" 10 მოგებითა და 8 წაგებით დასავლეთში მე-9 პოზიციას იკავებს, იმავე 26 ნოემბერს კი "შარლოტ ჰორნეტსს" შეხვდება.