გოგას სოლიდური დრო და კარგი თამაში - ქართველი მეტ შანსს იმსახურებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ინდიანა პეისერსმა" "მინესოტა ტიმბერვულვზს" უმასპინძლა და 101:115 დამარცხდა.

გოგა ბითაძე სოლიდური დროით დაიტვირთა, ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 15:27 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავი 4 ქულით, 3 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.

საუკეთესო მაილის ტერნერი გახლდათ, რომელმაც 31 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

ტაირის ჰალიბარტონმა 10 ქულა, 2 მოხსნა, 14 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

"მინესოტას" მხრიდან კარლ ენტონი თაუნსმა გუნდს 23 ქულა, 11 მოხსნა, 8
შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.

დიანჯელო რასელმა აქტივში 15 ქულა, 3 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა.

ამრიგად, "პეისერსი" 10 გამარჯვებითა და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას 26 ნოემბერს, "ბრუკლინ ნეტსთან" გამართავს.

"ტიმბერვულვზი" 10 მოგებითა და 8 წაგებით დასავლეთში მე-9 პოზიციას იკავებს, იმავე 26 ნოემბერს კი "შარლოტ ჰორნეტსს" შეხვდება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
Myles turneri asi tavit jobia gogas da imito ar atamasheben ro idzaxi mandendan unda camovideso ici tavis sakme da mixadvs
Kutaisi
18:01 24-11-2022
0
არ ვიცი რატომ არ ათამაშებენ ამ ბიჭს და რას ერჩიან @ ზუსტად გოგა რომ გამოვიდა იქედან დაიწყო ინდიანამ დაქაჩვა და უკცე რომ წამოეწივნენ მაშინვე გაიყვანა @@ უნდა წამოვიდეს მანდედან აუცილებლად ! და თუ ნბა ს გუნდებს არ სჭირდებათ ეცროპაში უნდა დაბრუნდეს !
zura222
14:47 24-11-2022
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული