რატი ანდრონიკაშვილმა ესპანურ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 21 წლის გამთამაშებელი რატი ანდრონიკაშვილი (სიმაღლე 194 სმ) ესპანური "მურსიას" წევრი გახდა.

ლიგა ენდესას საიტის ცნობით, ანდრონიკაშვილმა "მურსიასთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მისი გახანგრძლივების პერსპექტივით გააფორმა და ხვალიდან სიტო ალონსოს ხელმძღვანელობით შეუდგება ვარჯიშს.

კლუბის ვებ-გვერდი აღნიშნავს, რომ ქართველი ფიზიკურად ძლიერია, დაცვაშიც სასარგებლოა და შეტევაშიც, ევრობასკეტზე მიიღო მონაწილეობა, შესარჩევ ეტაპზე ჩატარებულ მატჩში ესპანეთის ეროვნულ გუნდს 17 ქულა ჩაუგდო და ადრე NCAA-ის "კრეიტონში" თამაშობდა.

"მურსია" ესპანეთის პირველობაზე 9 ტურის შემდეგ 4 მოგებით მე-12 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ჯგუფის ლიდერია.

ამ გუნდის ღირსებას
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი თად მაკფადენი იცავს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
წარმატებები, უმაგრეს ქართველს! რატი, დარწმუნებული ვარ ძალიან მოუმატებს. განსაკუთრებულად ვქომაგობ.
ლევანი
13:08 29-11-2022
0
Ra uazrod kargaven bitadze da mamukelashvili oqros dros amerikashi...ar jobs evropa? nebismier dzlier gundshi liderebi iqnebian...
Givi
12:17 28-11-2022
0

სიახლეები პოპულარული