"ინდიანამ" "ლეიკერსი" ბოლო წამზე დაამარცხა - გოგა კვლავ ლიმიტირებული დროით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ინდიანა პეისერსი" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" ესტუმრა და ენდრიუ დემბჰერდის სირენასთან ერთად ჩაგდებული სამქულიანით 116:115 დაამარცხა.

გიგა ბითაძემ მოედანზე სულ რაღაც 3 წუთი დაჰყო, რა დროშიც 1 ასისტი მიითვალა.

ტაირის ჰალიბარტონმა 24 ქულა, 7 მოხსნა, 14 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.

მატჩის გმირმა ენდრიუ დემბჰერდმა აქტივში 12 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიწერა.

კალიფორნიელების შემადგენლობიდან ენტონი დევისმა თავი 25 ქულით, 13 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 4 დაფარებით გამოიჩინა.

რასელ უესტბრუქმა გუნდს 24 ქულა, 4 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.

ლებრონ ჯეიმსმა 21 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

ამრიგად, "პეისერსი" 12 გამარჯვებითა და 8 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 1-ელ დეკემბერს, "საკრამეტნო კინგსთან" გამართავს.

"ლეიკერსი" 7 მოგებითა და 12 მარცხით დასავლეთში მე-13 პოზიციაზე იმყოფება, იმავე 1-ელ დეკემბერს კი "პორტლენდ ტრეილბლეიზერსს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ასეთ სიტუაციას როგორ ეგუებიან მიკვირს. კაცი 3 წელია ერთ ადგილს ტკეპნის და არ აწუხებს ეს თემა. ან მოთხოვე ხემძღვანელობას სხვაგან გაგიშვან ან დაბრუნდი ევროპაში. პროფესიონალიზმის ნაკლებობაა და მოტივაციის არ არსებობა. ქართული პონტია. რეალში ვიყო და თუ გინდა სულ არ მათამაშონო:)
giorgi
15:39 29-11-2022
0
გოგას ვარსკვლავური მონაცემები აქვს და მისი რეალიზაციისათვის სათამაშო პრაქტიკა ჭირდება. სასწრაფოდ უნდა მოშორდეს ინდიანას მწვრთნელს, თუ გინდ ევროპაში წამოვიდეს, თორემ მალე კალათბურთის თამაშს დაავიწყებენ
თენგაბი
15:15 29-11-2022
0

სიახლეები პოპულარული