ლიგა ენდესაში რატის დებიუტს მოუთმენლად და დიდი იმედით ელიან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
როგორც გაცნობეთ, საქართველოს ნაკრების კალათბურთელი რატი ანდრონიკაშვილი ესპანური "მურსიას" ღირსებას დაიცავს.

ადგილობრივი გამოცემა Laopiniondemurcia.es-ი ქართველს ვრცელ სტატიას უძღვნის და წერს, რომ ანდრონიკაშვილის დებიუტი, შესაძლოა, ლიგა ენდესას მომდევნო ტურში "ბასკონიასთან" შედგეს, რომლის რიგებში ადრე ვარჯიშობდა.

"ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა რატი ანდრონიკაშვილმა, რომელიც "მურსიამ" ჯორდან დევისის ტრავმის გამო დაიმატა, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მზადაა, გუნდს ენერგია შემატოს.

"არ იფიქროთ, რომ ისინი მაჯობებენ, რადგან 21 წლის ვარ. ესპანურ ლიგაში თამაში ჩემი დიდი ოცნება იყო და მადლიერი ვარ შესაძლებლობისთვის, რომელიც "ბასკონიამ" მომცა. ახლა ჩემი ოცნება ლიგა
ენდესაში დარჩენაა. აქ იმისთვის ვარ, რომ წარმატებას მივაღწიო და გუნდს დავეხმარო" - განაცხადა გამთამაშებელმა.

შეგახსენებთ "მურსიას" ღირსებას საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი, თად მაკფადენი იცავს. რატის თქმით, ისინი ახლო მეგობრები არიან:

"თადი ბედნიერი იყო, როდესაც ჩემ შესახებ შეიტყო. მაკფადენი ჩემი დიდი მეგობარია, მასთან ერთად ნაკრებშიც ერთ ოთახში ვცხოვრობ. სასიამოვნოა, რომ კლუბშიც ერთად ვიქნებით".

"მურსია" 9 ტურის შემდეგ 4 მოგებით ლიგა ენდესაში მე-11 ადგილს იკავებს. სიტო ალონსოს გუნდი მომდევნო მატჩს "ბასკონიას" წინააღმდეგ კვირას, თბილისის დროით 20:00 საათზე გამართავს.

altრატი ანდრონიკაშვილმა ესპანურ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი

მკითხველის კომენტარები / 6 /
სირცხვილი ფედერაციას წლებია კეპები ტარდება ბასკონიასი და წლების განმავლობაში ერთად ერთი რატი მოიძებნა....რატის გარდა წინ ვერავინ წაიწია ,იმიტომ რომ მამიკოს და დედიკოს ბავშვები გაუშვეს ვისაც არც ამბიცია და არც მონდომება იმიტომ რომ მაინც მოხვდებიან ნაკრებში რის გამო ძაან კარგად ვიცით...საიდან ჩანს 16 18 20 ები ბ ლიგაში 13 ადგილი და ზევით გავიდნენ...სრცხვენოდეს ფედერაციას
მოქალაქე
14:38 30-11-2022
1
ეხლა ვუსმენდი რატის ვიდეოს ესპანურად რომ საუბრობს კლუბში წარდგენისას,ყოჩაღ რატი ბევრი შენნაირი ახალგაზრდა ქართულ სპორტში!!!
საბა
14:07 30-11-2022
0

სიახლეები პოპულარული