ბითაძის 8 ქულა 4 წუთში და "ინდიანას" უიმედო მარცხი "საკრამენტოსთან"

AutoSharing Option
8 ქულა 4 წუთში. შესანიშნავი შედეგია, თუმცა ეს გახლავთ მატჩის ბოლო 4 წუთი, როცა გადაწყვეტილი იყო, რომ "ინდიანა პეისერსმა" "საკრამენტოსთან" წააგო და მწვრთნელმა მოედანზე სათადარიგოები შეუშვა. ბითაძემ სამიანიც ჩააგდო, ორიანიც, ჩატენა კიდეც და ქულა საჯარიმოდანაც მიითვალა. არაა ცუდი შედეგი, თუმცა ცუდი ისაა, რომ მას მწვრთნელი ისევ არ აძლევს საკმარის სათამაშო დროს.

მთლიანობაში ბითაძემ 3-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. "ინდიანამ" შეხვედრა 114:137 დათმო, თუმცა აღმოსავლეთ კონფერენციაში საკმაოდ მყარად დგას: 12 მოგება 9 მარცხის წილ და
კონფერენციაში მე-4 ადგილი.

GBF
მკითხველის კომენტარები / 1 /
გოგა წამოდი მაქედან სადაც თამაში მოგიწევს იქ იყავი
თაზო
16:37 04-12-2022
0

სიახლეები პოპულარული